კახა კალაძე - ჩინეთში პრემიერის ვიზიტისას მნიშვნელოვანი გზავნილები და განცხადებები გაკეთდა, ამას კონკრეტული შედეგები მოჰყვება, სადაც გათვალისწინებული იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესები
კახა კალაძე - ჩინეთში პრემიერის ვიზიტისას მნიშვნელოვანი გზავნილები და განცხადებები გაკეთდა, ამას კონკრეტული შედეგები მოჰყვება, სადაც გათვალისწინებული იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესები

ყველამ ვნახეთ, ჩინეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტისას რა მნიშვნელოვანი გზავნილები და განცხადებები გაკეთდა, ამას კონკრეტული შედეგები მოჰყვება, სადაც გათვალისწინებული იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესები, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი ჰქონდა ჩინეთში.

„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი ჰქონდა პრემიერ-მინისტრს. მნიშვნელოვანია, საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავდეს. ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს ამ თვალსაზრისით, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, უფრო მეტი ინვესტიციები წამოვიდეს საქართველოში, უფრო მეტი თანხები ჩაიდოს, უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას ჩვენს ქვეყანაში. ყველამ ვნახეთ, რა მნიშვნელოვანი გზავნილები და განცხადებები იქნა გაკეთებული. ამას კონკრეტული შედეგები მოჰყვება, სადაც გათვალისწინებული იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ქართველი ხალხი კიდევ უფრო მეტ ბენეფიტს მიიღებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.