კახა კალაძე - ჩინეთის ეკონომიკა მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესია, შესაბამისად, ურთიერთობების გაღრმავებას მხოლოდ მივესალმებით 
კახა კალაძე - ჩინეთის ეკონომიკა მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესია, შესაბამისად, ურთიერთობების გაღრმავებას მხოლოდ მივესალმებით 

ჩინეთთან სტრატეგიულ ურთიერთობას ვამყარებთ და მნიშვნელოვანია აღნიშნული გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის დაწყებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ჩინეთთან, როგორც ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან, ურთიერთობების გაღრმავება მნიშვნელოვანია.

„როგორც იცით, ჩვენ ჩინეთთან სტრატეგიულ ურთიერთობას ვამყარებთ და მნიშვნელოვანია აღნიშნული გადაწყვეტილებები, რომელიც იქნა მიღებული. ზოგადად, ჩინეთის ეკონომიკა მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ეკონომიკაა, უძლიერესი ქვეყანაა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ურთიერთობების გაღრმავებას მხოლოდ მივესალმებით. ჩვენი მხრიდან იქნება გადადგმული ნაბიჯები, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გავამყაროთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ცნობისთვის, ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა დღეიდან შევიდა ძალაში.