კახა კალაძე - ჩემთვის, ისევე როგორც ნებისმიერი მოქალაქისთვის, პრეზიდენტმა გულდასაწყვეტი და არაპოპულარული გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა როგორც პოლიტიკოსს, მესმის ამ გადაწყვეტილების განმარტებები
კახა კალაძე - ჩემთვის, ისევე როგორც ნებისმიერი მოქალაქისთვის, პრეზიდენტმა გულდასაწყვეტი და არაპოპულარული გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა როგორც პოლიტიკოსს, მესმის ამ გადაწყვეტილების განმარტებები
ჩემთვის, ისევე როგორც ნებისმიერი მოქალაქისთვის, გულდასაწყვეტი და არაპოპულარული გადაწყვეტილება იყო პრეზიდენტის მხრიდან, თუმცა როგორც პოლიტიკოსს, მესმის ამ გადაწყვეტილების განმარტებები, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კახა კალაძე აღნიშნა, მას გაუმყარდა რწმენა, რომ ოპოზიცია მიმართული იმისკენ, რომ საარჩევნო სისტემაში ცვლილებები ვერ განხორციელებულიყო.

„ოპოზიცია მიმართული იყო მაქსიმალურად იმისკენ, რომ ეს საარჩევნო სისტემის ცვლილება ვერ განხორციელებულიყო და ეს სერიოზულ ზიანს მოუტანდა ქვეყნის განვითარებას. ისინი მიმართული იყვნენ ამ განწყობით, რომ ეს საარჩევნო სისტემა ვერ მიღებულიყო, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ და დანარჩენს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ვაჩვენებთ ყველას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.