კახა კალაძე - ჩემს სამშობლოს, მთელ მსოფლიოს, მეგობარ უკრაინელ ხალხს მშვიდობას და სიმშვიდეს ვუსურვებ
კახა კალაძე - ჩემს სამშობლოს, მთელ მსოფლიოს, მეგობარ უკრაინელ ხალხს მშვიდობას და სიმშვიდეს ვუსურვებ

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მოსახლეობას დამდეგი ახალი წელი მიულოცა და ქვეყანას მშვიდობა უსურვა.

„ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, შობას. პირველ რიგში, მინდა, გისურვოთ ჯანმრთელობა, რაც თითოეული ადამიანისთვის უძვირფასესი და ყველაზე მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, მინდა, ვუსურვო ჩემს ხალხს, ჩემს სამშობლოს მშვიდობა. მინდა, ვუსურვო მშვიდობა ყველა იმ ქვეყანას, სადაც დღეს უდიდესი პრობლემებია. მთელ მსოფლიოს, ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს, მინდა, ვუსურვო მშვიდობა და სიმშვიდე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.