კახა კალაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული, მაგრამ ყველაფერი მოგვარებადია
კახა კალაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული, მაგრამ ყველაფერი მოგვარებადია

პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილმა მოიგო და დარწმუნებული ვარ, მეორე ტურშიც გაიმარჯვებს ,-ასეთი პასუხი გასცა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა წაგებული არჩევნების შემდეგ გაკეთებული განცხადება.

მისივე თქმით, პირველი ტურის შედეგი იყო გარკვეული გზავნილი საზოგადოების მხრიდან, რომელიც ხელისუფლებას კარგად აქვს გააზრებული.

„ამაზე ვისაუბრე არჩევნების მეორე დღესვე. არის გარკვეული თემები, რომელიც გარკვეულ მღელვარებას იწვევს საზოგადოებაში, არის პრობლემები , რომელსაც სჭირდება მოგვარება, არის საკითხები, რომელსავც სჭირდება პასუხები. ეს ყველაფერი კარგად გვაქვს გააზრებული, კარგი ანალიზი გვაქვს გაკეთებული, თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი და შესაბამისად, ახალი შემართებით, ახალი ძალისხმევით დავიწყებთ იმ საქმეების კეთებას, რაც აუცილებელია. ასევე, ამ ყველაფრის ნაწილია საკადრო პოლიტიკა. ბევრი შეცდომაა დაშვებული, მაგრამ ყველაფერი მოგვარებადია. ყველაზე მთავარია, ქყვეყანაში იყოს სიმშვიდე და სტაბილურობა, რადგან ეს ყველაფერი ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავბრუნდეთ წარსულში, არ უნდა მოხდეს, რომ წინსვლა და განვითარება შეჩერდეს, პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ არის გარანტი, რომ ქვეყანაში იქნება სტაბილურობა. – განაცხადა კახა კალაძემ.