კახა კალაძე - აუცილებელია პირბადით შესვლა, როგორც მიკროავტობუსში, ასევე ავტობუსსა და მეტროში, ყველა მოთხოვნას დავიცავთ, რომელიც მოდის დარგის სპეციალისტების მხრიდან
კახა კალაძე - აუცილებელია პირბადით შესვლა, როგორც მიკროავტობუსში, ასევე ავტობუსსა და მეტროში, ყველა მოთხოვნას დავიცავთ, რომელიც მოდის დარგის სპეციალისტების მხრიდან

ჩვენ ყველა მოთხოვნას დავიცავთ, რომელიც მოდის დარგის სპეციალისტების მხრიდან და აუცილებლობაა პირბადით შესვლა, როგორც მიკროავტობუსში, ასევე ავტობუსში და მეტროში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ტრანსპორტზე მგზავრობის გაძვირებაზე საუბარი არ ყოფილა და არც არის.

„რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტს, ხვალიდან იწყებს მუშაობას. ყველა მოთხოვნა, რომელიც მოდის დარგის სპეციალისტების მხრიდან შესრულდება. ვიდრე ავტობუსები ხაზზე გავლენ, სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება, ეს ყოველდღიურ რეჟიმში მოხდება. გარდა ამისა, როგორც გვითხრეს, არ შეიძლება კონდენცირება მუშაობდეს, უნდა იყოს ფანჯრები ღია და ასე უნდა ნიავდებოდეს. ჩვენ ყველა მოთხოვნას დავიცავთ, რომელიც მოდის დარგის სპეციალისტების მხრიდან და აუცილებლობაა პირბადით შესვლა, როგორც მიკროავტობუსში, ასევე ავტობუსში და მეტროში“, – განაცხადა კახა კალაძემ.