კახა კალაძე - არჩილ ტატუნაშვილის ისტორია გვარწმუნებს, რომ გაუტეხელი ხალხი ვართ და მტერი თავს ვერ დაგვახრევინებს
კახა კალაძე - არჩილ ტატუნაშვილის ისტორია გვარწმუნებს, რომ გაუტეხელი ხალხი ვართ და მტერი თავს ვერ დაგვახრევინებს

არჩილ ტატუნაშვილის ისტორია ნათლად ასახავს ტრაგიზმს, რომელშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება მისი ძირძველი ტერიტორიების ოკუპირების გამო, ამავდროულად, გვარწმუნებს, რომ გაუტეხელი ხალხი ვართ და მტერი თავს ვერ დაგვახრევინებს, – წერს სოციალურ ქსელში თბილისის მერი კახა კალაძე.

კალაძის თქმით, საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი, მთლიანი და ძლიერი სახელმწიფო.

„არჩილ ტატუნაშვილი დღეს 38 წლის გახდებოდა. ამ ადამიანის ისტორია ნათლად ასახავს ტრაგიზმს, რომელშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება მისი ძირძველი ტერიტორიების ოკუპირების გამო და ამავდროულად, ყველას კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ჩვენ გაუტეხელი ხალხი ვართ და მტერი თავს ვერ დაგვახრევინებს.

ჩვენ აუცილებლად შევძლებთ საქართველოს გამთლიანებას და ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ!

ეს არის ჩვენი ვალი ამ ქვეყნის წარსულის, აწმყოსა და მომავლის წინაშე. ეს არის ჩვენი ვალი ყველა იმ ადამიანის ხსოვნის წინაშე, ვინც შეეწირა ამ ისტორიულ უსამართლობას.

საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი, მთლიანი და ძლიერი სახელმწიფო!“, – წერს კახა კალაძე.