კახა კალაძე - არჩევნებში ჩარევისგან დაზღვეული არავინ არის, თუმცა ყურადღებით უნდა ვიყოთ
კახა კალაძე - არჩევნებში ჩარევისგან დაზღვეული არავინ არის, თუმცა ყურადღებით უნდა ვიყოთ

არჩევნებში ჩარევისგან დაზღვეული არავინ არის, თუმცა ყურადღებით უნდა ვიყოთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს, რუსეთის მიერ საქართველოს არჩევნებში შესაძლო ჩარევის საკითხზე განუცხადა.

კალაძე მიიჩნევს, რომ რისკები მაქსიმალურად უნდა შემცირდეს.

„ამისგან დაზღვეული არავინ არის, თუმცა ჩვენ უნდა ვიყოთ ყურადღებით, რომ ეს რისკები თავიდანვე იყოს აცილებული“, – განაცხადა კალაძემ.

 

დატოვე კომენტარი