კახა კალაძე - არაფერს დავიშურებთ, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი და პატარებმა განვითარებულ ქვეყანაში იცხოვრონ
კახა კალაძე - არაფერს დავიშურებთ, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი და პატარებმა განვითარებულ ქვეყანაში იცხოვრონ

თბილისის მერი კახა კალაძე ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვაკის პარკში მიმდინარე კონცერტსა და გასართობ ღონისძიებებს დაესწრო. დედაქალაქის მერმა მოადგილეებთან და საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ვაკის პარკში შეკრებილ ბავშვებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა.

„უპირველესად, მინდა ყველას ვუსურვო მშვიდობა, ჩვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანი არის, რომ შევქმნათ ისეთი ქვეყანა, სადაც თითოეული პატარა თავს იგრძნობს უსაფრთხოდ. ძალიან მნიშვნელოვანია განათლება, განათლებას უნდა მიექცეს ძალიან დიდი ყურადღება, რადგან გვჭირდება განათლებული მომავალი თაობები, რომ შემდეგ მათი განათლება გამოვიყენოთ ისევ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, არაფერს დავიშურებთ იმისთვის, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი და ახალგაზრდებს, პატარებს მიეცეთ ძალიან კარგ გარემოში, განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების შესაძლებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.