კახა კალაძე - „ლელოს“ წარმომადგენლები ვერავის გაასულელებენ და მოატყუებენ
არ მინდა დავიჯერო, რომ „ლელოში“ ეგეთი სულელები არიან, როდესაც ბილბორდს ყიდულობ, მას აქვს გარკვეული ვადა, ამ ვადაში იხდი გარკვეულ თანხას, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ „ლელოს“ გენერალური მდივნის, ბადრი ჯაფარიძის დღევანდელ განცხადებას, სადაც ამბობს, რომ თბილისში კალაძის საარჩევნო ბანერები პროექტის – „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ სანაცვლოდ განთავსდა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, „ლელოს“ წარმომადგენლები ვერავის გაასულელებენ“.
„ნახეთ, როგორი მარტივი სიტუაციაა. არ მგონია, ეგეთი სულელი იყოს „ლელო“. არ მინდა დავიჯერო, რომ ეგეთი სულელები არიან, როდესაც ბილბორდს ყიდულობ, მას აქვს გარკვეული ვადა. ამ ვადაში იხდი გარკვეულ თანხას. წარმოადგინონ, თუ აქვთ რაიმე მტკიცებულება, რომ ბანერები ვადაზე ადრე ჩამოიხსნა. დღეს ვერავის გაასულელებენ და ვერავის მოატყუებენ. შესაბამისად, ეს სპეკულაციები დაიტოვონ თავიანთ პარტიაში და გამოიყენონ თავისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.