კახა კალაძე - არ მაინტერესებს, ოპოზიცია როგორ წარდგება, რა ფორმულირება ექნებათ, ჩემთვის მთავარია, ჩემი პარტია რა სიახლეებს შემოიტანს
კახა კალაძე - არ მაინტერესებს, ოპოზიცია როგორ წარდგება, რა ფორმულირება ექნებათ, ჩემთვის მთავარია, ჩემი პარტია რა სიახლეებს შემოიტანს

არ მაინტერესებს, ოპოზიცია როგორ წარდგება, რა ფორმულირება ექნებათ. ჩემთვის მთავარია, ჩემი პარტია რა სიახლეებს შემოიტანს, როგორი პროექტები ექნება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძეს კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების წინანდალში შეკრებასთან დაკავშირებით.

კახა კალაძის თქმით, ამ ადამიანებს ერთი მსოფლმხედველობა აქვთ.

„თავის დროზე ერთი პარტია იყო, შემდეგ დაიშალა და ცალკეულ პოლიტიკოსებად, პოლიტიკურ პარტიებად წარდგნენ. ეს ადამიანები ერთი პატრონაჟის ქვეშ არიან, მათ ერთი პატრონი ჰყავთ. შეიძლება, ვიღაცამ დღეს ერთი სახელი დაირქვას, მეორემ – მეორე სახელი, მაგრამ ყველა ერთია, ერთი ხერხემალი აქვთ. როგორ წარდგებიან, რა ფორმით, როგორი ფორმულირება ექნებათ, პირადად მე არ მაინტერესებს. ჩემთვის მთავარია, ჩემი პარტია როგორ წარდგება, რა სიახლეებს შემოიტანს, როგორი პროექტები ექნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.