კახა კალაძე - აქციაზე არის ხალხის ნაკლებობა, რადგან ადამიანებისთვის სხვა პრობლემები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საარჩევნო სისტემა
კახა კალაძე - აქციაზე არის ხალხის ნაკლებობა, რადგან ადამიანებისთვის სხვა პრობლემები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საარჩევნო სისტემა

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანის, თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, მმართველ გუნდში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით იყო და დღესაც არის აზრთა სხვადასხვაობაა.

კერძოდ, კალაძის თქმით, დეპუტატთა ნაწილი პროპორციულ საარჩევნო სისტემას უჭერს მხარს, ნაწილი შერეული საარჩევნო სისტემის დარჩენის მომხრეა, ნაწილი კი სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას ითხოვს.

ამასთან, კალაძე ამბობს, რომ აზრთა სხვადასხვაობაა საზოგადოებაშიც. კალაძის განმარტებით, აქციებზე არის ხალხის ნაკლებობა, რაც გამოწვეულია იმით, რომ მოქალაქეებისთვის სხვა პრობლემები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საარჩევნო სისტემა.

„გუნდში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით იყო და დღესაც არის აზრთა სხვადასხვაობა.  დეპუტატთა ნაწილი ემხრობა პროპორციულ სისტემას, ნაწილი მომხრეა, დარჩეს შერეული, არსებული საარჩევნო სისტემა, რომელიც ასევე დემოკრატიულია. არის  დეპუტატთა ნაწილი, ვინც ითხოვს სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას, ესეც დემოკრატიულია. შესაბამისად, დღეს რატომ არის, რომ ადამიანები არ გამოდიან აქციაზე? არის ხალხის ნაკლებობა, რადგან დღეს სხვა პრობლემები აწუხებთ ადამიანებს, სხვა პრობლემები უფრო მნიშვნელოვანია და მოსაგვარებელია მათთვის,  ვიდრე საარჩევნო სისტემა. 2012 წელს, როდესაც პარტია „ქართული ოცნება“ კოალიციით მოვიდა ხელისუფლებაში, ზუსტად ეს საარჩევნო სისტემა იყო. დააბრალო საარჩევნო სისტემას არჩევნებში მოგება ან წაგება, ეს არასწორია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. არსებული სისტემითაც, მითუმეტეს „აიარაი“-ს კვლევები გამოქვეყნდა და ორჯერ, თუ სამჯერ მეტი აქვთ მთლიან ოპოზიციას პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოზე“, დაველოდოთ არჩევნებს და არჩევნების გზით მოსახლეობა მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი პოლიტიკური პარტია სურს, იხილოს ქვეყნის მმართველად და რომელი იხილოს პარლამენტში“ ,- განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ შეთავზებას, არ დააყენოს  საკუთარი კანდიდატები იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი დანამატების გარდა, დანარჩენი ოპოზიციის  წარმომადგენელს ექნება გამარჯვების შანსი“, კალაძე ამბობს, რომ აღნიშნული შეთავაზება პატარა და ახალი პარტიების გაძლიერებისკენაა მიმართული.

„ეს შეთავაზება არ იყო კახა კალაძის შეთავაზება, ეს იყო პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ გაკეთებული განცხადება. მე გახლავართ გენერალური მდივანი. შეთავაზებას რაც შეეხება, ყველაზე სენსიტიური თემა არის ის, რომ პატარა პარტიებს მიეცეთ განვითარების შესაძლებლობა, ხომ? ამაზე ვსაუბრობთ ამდენი ხნის განმავლობაში, მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდეთ პატარა პარტიებს, ასევე, ახალ პარტებს, რომ მათ ხალხის დახმარებით და თანადგომით მოახერხონ, მოხვდნენ 2020 წლის პარლამენტში“ ,- განაცხადა კალაძემ.