კახა კალაძე აცხადებს, რომ „ენდიაის“ კვლევებს არ ენდობა
კახა კალაძე აცხადებს, რომ „ენდიაის“ კვლევებს არ ენდობა

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ „ენდიაის“ კვლევებს არ ენდობა.

როგორც კალაძე აღნიშნავს, ამის თქმის საფუძველს აძლევს წინა წლებში ჩატარებული კვლევების შედეგების ცდომილება, რომელიც არჩევნების დროს ფიქსირდება.

„კვლევებთან დაკავშირებით იცით ჩემი პოზიცია. არაერთხელ გამიკეთებია და დამიფიქსირებია ჩემი მოსაზრება. შეიძლება დაისვას კითხვა – რატომ ვართ ასე განწყობილი კვლევებთან დაკავშირებით? იმ კვლევებთან დაკავშირებით, რომელსაც ეს კონკრეტული ორგანიზაცია უკვეთავს იმ მკვლევარებს, რომლებიც მოღვაწეობენ ამ მიმართულებით. 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ შეგვიძლია ამოვიღოთ მათ მიერ ჩატარებული კვლევები, ვნახოთ შედეგები და როგორ ვითარდებოდა მას შემდეგ მოვლენები. შესაბამისად, მაქვს საფუძველი, არ ვენდო კვლევებს, განსაკუთრებით პოლიტიკურ ნაწილში.

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან კომუნიკაცია, ურთიერთობა, რაც მაქვს ყოველდღიურ რეჟიმში. ამის მოწმენი პირველ რიგში ხართ თქვენ, რადგან ყოველდღიურად, როდესაც ვახორციელებთ ამ პროექტებს, პარალელურად ვხვდებით მოსახლეობას. ჩემთვის ყველაზე კარგი საზომი არის მოსახლეობის განწყობა და დამოკიდებულება ჩვენი საქმიანობის მიმართ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დატოვე კომენტარი