კახა კალაძე აცხადებს, რომ დედაქალაქის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი
კახა კალაძე აცხადებს, რომ დედაქალაქის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დედაქალაქის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფს გარკვეული გადაწყვეტილება მიღებული აქვს, რაც ახლო მომავალში გახდება ცნობილი.

„უახლოეს დღეებში მოგაწვდით ინფორმაციას, ვინ იქნება მერობის კონკრეტული კანდიდატი დედაქალაქში და ასევე სხვა ქალაქებში. კანდიდატების ვინაობასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფში საკითხი განხილულია. მიღებული გვაქვს გარკვეული გადაწყვეტილებები, ყველაფერს უახლოეს მომავალში გეტყვით“, – განაცხადა კახა კალაძემ.