კახა კახიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
კახა კახიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდა.

შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ, პარლამენტში დახურულ კარს მიღმა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში კახიშვილმა განაცხადა, რომ კობახიძესთან პირადი საქმე ჰქონდა.

„პირად საქმესთან დაკავშირებით ვიყავი. ეს პოლიტიკურ და სამსახურებრივ საქმიანობას არ ეხება”, – აღნიშნა კახიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე – შეიძლება თუ არა, საზოგადოებამ სხვა თანამდებობაზე იხილოს, კახიშვილი პასუხობს, რომ ყველაფერია შესაძლებელი.

„რთულია იმ ადამიანის გეგმები გაიაზრო, რომელსაც წარმოუდგენია, რომ მის მიმართ ცხოვრებაში არაფერი არასდროს შეიცვლება. დღევანდელ შეხვედრაზე პირადი საქმე მქონდა, შეხვედრა ვთხოვე და შევხვდი, როგორც მეგობარს. საქმის მოსაგვარებლად არ დავდივარ, არის რაღაც კონსულტაციები პირად საკითხებზე”, – განაცხადა კახიშვილმა.