კახა კახიშვილი გიორგი გახარიაზე - ქვეყანა ჩაკეტო, ყველანი სახლში ისხედით, არ გამოხვიდეთო, ამას არ ჰქვია კარგი კრიზისმენეჯერი
კახა კახიშვილი გიორგი გახარიაზე - ქვეყანა ჩაკეტო, ყველანი სახლში ისხედით, არ გამოხვიდეთო, ამას არ ჰქვია კარგი კრიზისმენეჯერი

კოლბაში შეიძლება, ნებისმიერი ადამიანი ჩასვა, არც პანდემია გაეკარება და არც არაფერი, მაგრამ კოლბაში რამდენად კომფორტული იქნება, სხვა საკითხია​, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახა კახიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.

„პანდემიის დროს სწორი მართვა, რას ნიშნავს, იცით? – როდესაც, არც პანდემიის ტალღა დაგარტყამს და არც ბიზნესი ჩავარდება ასეთ ვითარებაში. კოლბაში შეიძლება, ნებისმიერი ადამიანი ჩასვა, საერთოდ არც პანდემია გაეკარება და არც არაფერი, მაგრამ იმ კოლბაში რომ ჩასვა, რამდენად კომფორტული იქნება ადამიანი, სხვა საკითხია. ქვეყანა ჩაკეტო, თქვა, რომ ყველანი სახლში იჯექით და არ გამოხვიდეთო, ამას არ ჰქვია კარგი კრიზისმენეჯერი. მით უმეტეს, როდესაც შენზე მუშაობს მთელი გუნდი. თქვენ თუ მეტყვით, რომ მარტო ის იჯდა და სხვა არავინ მუშაობდა, არც შინაგან საქმეთა მინისტრი, არც ჯანდაცვის მინისტრი, არც ეკონომიკის მინისტრი, არც იუსტიციის მინისტრი, არავინ, არც პარტია მუშაობდა და მარტო ის, კი, ბატონო დაგეთანხმებით, მაგრამ კარგი მენეჯერი არის რა – როცა არც მწვადს წვავ, არც შამფურს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვნახეთ, რომ სერიოზული ჩაკეტვა მოხდა ქვეყნის, რამაც მცირე ბიზნესი დააზიანა. ბიუჯეტში სერიოზული პრობლემები გაჩნდა. გარდა ამისა, სხვა ტიპის პრობლემებია, რომლებიც ადრე თუ გვიან გახდება ცნობილი“, – აღნიშნა კახა კახიშვილმა.

დატოვე კომენტარი