კახა გოგოლაშვილი - არ არის გამორიცხული, რუსეთმა ფრენების აკრძალავასთან ერთად სხვა ეკონომიკური აქტივობებიც შეამციროს
კახა გოგოლაშვილი - არ არის გამორიცხული, რუსეთმა ფრენების აკრძალავასთან ერთად სხვა ეკონომიკური აქტივობებიც შეამციროს

რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების დროებით შეჩერებას სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტი კახა გოგოლაშვილი აფასებს.

მისი თქმით, არ არის გამორიცხული რუსეთმა ფრენების აკრძალავასთან ერთად სხვა ეკონომიკური აქტივობებიც შეამციროს.

„ეს თავისთავად აზიანებს ქვეყნის ეკონომიკას და მოსახლეობის ნაწილს, მაგრამ მეორეს მხრივ, შეიძლება კარგი შეხსენებაა იმისა, რომ ძალინ დიდი იმედები არ დავამყაროთ რუსეთის ბაზარზე. უნდა გვესმოდეს, რომ ეს ქვეყანა არ არის პოლიტიკურად სტაბილური ჩვენს მიმართ, მას არ აქვს გრძელვადიანი დადებით მიზნები საქართველოს მიმართ და შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში გამოიყენოს ეკონომიკური ან სხვა სახის უარყოფითი მექანიზმები, რათა დააზიანოს და დააზარალოს ქვეყანა.

კახა გოგოლაშვილი ფიქრობს, რომ შესაძლოა, ეს შეზღუდვები დიდხანს არ გაგრძელდეს.

„რუსეთის ეს გადაწყვეტილება ჩემი აზრით, იყო გარკვეულწილად იმპულსური გადაწყვეტილება. ვფიქრობ,  შესაძლოა, ეს იყოს მოკლევადიანი აქცია საქართველოს წინააღმდეგ. რუსეთის მოსახლეობაც შეიძლება არ იყოს მზად ასეთი შებრუნებისთვის, უამრავ რუს ტურისტს აქვს გეგმები, რომ საქართველოში ჩამოვიდე, მათი ტურისტული კომპანია ზარალდება. ამ ყველაფერმა შესაძლოა, დროებით სახე მიეცეს.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მთავრობას დაავალა, საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში დააბრუნონ. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ფრენების განხორციელება დროებით აუკრძალა.