კახა ცხადაძემ საქართველოს ნაკრების წარმატების მიზეზებზე ყაზახურ მედიასთან ისაუბრა
კახა ცხადაძემ საქართველოს ნაკრების წარმატების მიზეზებზე ყაზახურ მედიასთან ისაუბრა

კახა ცხადაძე „პროსპორტთან“ ინტერვიუში ბევრ საინტერესო საკითხს შეეხო. ყაზახურ გამოცემასთან ამ ქვეყნის პრემიერლიგის გუნდის, შიმკენტის „ორდაბასის“ ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა ილაპარაკა იმ მიზეზებზე, თუ რატომ სჯობია საქართველოს ეროვნული ნაკრები ყაზახეთისას.

„თქვენი გუნდისთვის რამდენიმე ლეგიონერი სასარგებლო იქნებოდა. ქართველი ნაკრები ძლიერი სწორედ ამითაა – ფეხბურთელები უცხოურ ჩემპიონატებში თამაშობენ. თქვენი მოთამაშეები კი ყაზახეთში თავს კომფორტულად გრძნობენ, ფულს იღებენ და წასვლაზეც არ იქრობენ. ქართველი ფეხბურთელებისთვის კი ძლიერ ჩემპიონატში თამაში ლამის ერთადერთი შანსია, კარგად რომ იცხოვრონ“ – ამბობს ცხადაძე.

ქართველმა მწვრთნელმა ჯერ არ იცის, „ორდაბასიში“ მომავალ წელსაც იმუშავებ თუ არა: „სეზონი დასრულებულია, კონტრაქტები ჩვენც გვიმთავრდება. მაგრამ რა ელის გუნდს მომავალში და დავრჩები თუ არა გუნდში, ამის შესახებ მენეჯმენტთან უნდა ვისაუბროთ. ეს დამოკიდებულია არა მხოლოდ საბოლოო ადგილზე, არამედ, ყველაფერზე”.