კახა ცხადაძე - როგორც ვიცი, ნაკრების მწვრთნელობა ქეცბაიას შესთავაზეს
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ კახა ცხადაძემ საქართველოს ნაკრების მომავალი მწვრთნელის შესახებ ილაპარაკა და განაცხადა, რომ მას ამ პოსტზე არ განიხილავენ, ხოლო შეთავაზება ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარ მწვრთნელს, თემურ ქეცბაიას ჰქონდა.
„ჩემს შესახებ გადაწყვეტილება (ფეხბურთის ფედერაციაში) ხუთი წლის წინ მიიღეს და ეს თემა აქტუალური აღარ არის. მე როგორც ვიცი, ახლა შემოთავაზება ქეცბაიას ჰქონდა. რომ გადავხედოთ, ქართულ კლუბებში და ნაკრებებში ყველაზე კარგი შედეგები ქართველ მწვრთნელებს აქვთ – ნოდარ ახალკაცს, ალექსანდრე ჩივაძემ გუნდი შესარჩევ ციკლში მესამე ადგილზე გაიყვანა, ხოლო გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით „დინამო“ უეფა-ს თასის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ კახა ცხადაძემ.
შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაია 1990-იან წლებში საქართველოს ნაკრების წამყვანი მოთამაშე იყო, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი კი 2010-2014 წლებში. 2019 წლიდან კვიპროსზე დაბრუნდა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ჩაიბარა.