კახა ცხადაძე - მჯერა, საქართველოს მთავრობა ამ პრობლემას გაუმკლავდება
კახა ცხადაძე - მჯერა, საქართველოს მთავრობა ამ პრობლემას გაუმკლავდება

კახა ცხადაძემ კორონავირუსით გამოწვეულ ვითარებაზე ისაუბრა – შიმკენტის „ორდაბასის“ ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა „კაზფუტბოლთან“ ვრცელ ინტევრიუში იმედი გამოთქვა, რომ კაცობრიობა კორონოვირუსს მალე დაამარცხებს.

„ჩვენც ისევე ვართ, როგორც მთელი მსოფლიო – ველოდებით პრობლემის მოგვარებას. იმედი მაქვს, რომ მალე ვაქცინას დაამზადებენ და ყველაფერი დამთავრდება. ჩვენ აქ ვართ, ჩვენი ოჯახები კი – სამშობლოში. კარგია, რომ არის ინტერნეტი, ჩვენ შეგვიძლია ოჯახის წევრებთან ურთიერთობა და ერთმანეთის ნახვა. მაგრამ მაინც ძალიან განვიცდით. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანმრთელობაა. აუცილებელია, რომ ყველა კარგად იყოს, მხოლოდ შემდეგ იქნება ფეხბურთი და ყველაფერი დანარჩენი. მაგრამ ოპტიმისტურად განწყობილი ვარ, რადგან ახლა მთელი მსოფლიო გაერთიანებულია და ვირუსს ერთიანი ძალებით ებრძვის. მალე ჩვენ მას დავამარცხებთ და ყველაფერი ძველ კალაპოტში ჩადგება“ – ამბობს კახა ცხადაძე.

ყაზახური კლუბის მწვრთნელმა საქართველოში არსებულ ვითარებაზე ილაპარაკა: „იქ უარესადაა საქმე, ვიდრე ყაზახეთში. ჩვენ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი გვაქვს და ევროპაში ბევრი ქართველი მუშაობს – განსაკუთრებით იტალიაში, საბერძნეთსა და ესპანეთში. როდესაც ეს ყველაფერი დაიწყო, ეს ხალხი სახლში დაბრუნდა. სამწუხაროდ, მათ თავად არ იცოდნენ, რომ ინფიცირებული იყვნენ. ახლა საქართველოში ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად ყველაფერს ხმარობენ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მთავრობა ამ პრობლემას გაუმკლავდება – ამის იმედი ნამდვილად მაქვს“.