კახა ცხადაძე - კონტრაქტის გაგრძელება ჯერ არ შემოუთავაზებიათ
კახა ცხადაძე - კონტრაქტის გაგრძელება ჯერ არ შემოუთავაზებიათ
კახა ცხადაძის გუნდმა, შიმკენტის „ორდაბასიმ“, მესამე ადგილზე დაასრულა პირველობა და ევროპის ლიგაზე ითამაშებს. ქართველმა მწვრთნელმა გამოცემა „პროსპორტთან“ სეზონი შეფასება.
 
„დასრულებული სეზონი მომეწონა. მცირე დროში ძალიან კარგი და ბრძოლისუნარიანი გუნდი ჩამოვაყალიბეთ. არავის სჯეროდა, რომ მესამე ადგილს დავიკავებდით და „ტობოლს“ გადავასწრებდით, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით“ – ამბობს „პროსპორტთან“ კახა ცხადაძე.
„ორდაბასის“ ქართველმა მწვრთნელმა იმ მიზეზებზეც ილაპარაკა, რის გამოც გუნდმა ჩემპიონობისთვის ვერ იბრძოლა: „ნახევარი წლის განმავლობაში საჩემპიონო გუნდის ჩამოყალიბება თითქმის შეუძლებელია. უზარმაზარ როლს თამაშობს ორგანიზაციული, საფეხბურთო და ფინანსური საკითხები. ჩემპიონი გუნდის შესაქმნელად საჭიროა ერთი შემადგენლობით მინიმუმ ორი სეზონის განმავლობაში თამაში. ამიტომ, მაღალი შედეგი რომ გვსურს, საჭიროა სტაბილურობა. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია საათივით ვიმუშაოთ. მაგალითად „ასტანა“ გამოდგება – შექმნეს გუნდი და მისი ბირთვი შეინარჩუნეს. შედეგად, 6 წლის განმავლობაში ჩემპიონები ხდებიან“.
კახა ცხადაძეს ჯერ არ აქვს პასუხი მთავარ კითხვაზე – „ორდაბასიში“ დარჩება თუ არა:
„გუნდთან კონტრაქტი 30 ნოემბერს მიმთავრდება. ახლა სახლში მივფრინავ და ჯერ არაფერი ვიცი. ჯერ კი გუნდის ხელმძრვანელობასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე არ გვილაპარაკია“.