კახა ცხადაძე - ევროთასები მალე დაიწყება და მცველებს საიმედო თამაში მოეთხოვებათ #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მე-12 ტურში სეზონის ყველაზე უხვგოლიანი შედეგი ბოლნისში დაფიქსირდა – „სიონისა“ და „დინამო თბილისის“ მატჩში 10 გოლი გავიდა. კახა ცხადაძის გუნდმა მეტოქე 3:7 დაამარცხა.
„დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელის აზრით, ყველაფერი შეხვედრის სწორად დაგეგმვამ განაპირობა:
„თითქმის ყველაფერი ფანტასტიკური იყო და ამისთვის ბიჭებს მადლობა. თამაშის დროს ორჯერ გადავეწყვეთ, ჯერ ხუთ მცველზე, შემდეგ სამ საყრდენზე და მეტოქეს ფაქტობრივად, შანსი აღარ მივეცით. მადლობა ჩვენს ფანებს და მიხარია, რომ მათ იმედი არ გავუცრუეთ“, – ამბობს კახა ცხადაძე.
„დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა გუნდის პრობლემებიც ახსენა:
„სტრატეგიულად კარგად დავგეგმეთ თამაში და მეტოქის ის ხარვეზები, რაც ვიცოდით, კარგად გამოვიყენეთ, თუმცა სამი გაშვებული გოლი ძალიან ბევრია. დაცვაში უფრო უბრალო თამაშია საჭირო. მალე ევროთასების მატჩები იქნება და მცველებმა ერთი რამ უნდა უნდა იცოდნენ – მათი ყველა მოქმედება საიმედო უნდა იყოს და ამაზე სამუშაო გვაქვს“.