კახა ჩხეტიანი ტორპედო-დინამოს დაპირისპიორებაზე - დარწმუნებული ვარ, სამტერდიაში ტრიბუნები გადაიჭედება
მოახლოებული ქართული კლასიკოს შესახებ ქუთაისის ტორპედოს მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა ილაპარაკა.
„ხვალინდელი მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია. სატურნირო ცხრილიდან გამომდინარეც – ერთნაირი ქულები გვაქვს და გამარჯვებას და სამ ქულას დიდი მნიშვნელობა ექნება. პლიუს, ეს დამატებითი ემოცია იქნება, რადგან ქუთაისის ტორპედოსა და თბილისის დინამოს შეხვედრა ჩემთვის ემოციური იყო როგორც ფეხბურთელის, ასევე მწვრთნელის რანგში. რაც შეეხება ტრავმირებულ მოთამაშეებს, იყო მიკრო ტრავმები. მადლობა ღმერთს, ყველა ფეხბურთელი უკვე სრულ მზადყოფნაშია. მოედანზე კი ის ფეხბურთელები გამოვლენ, რომლებიც თამაშისთვის 100 პროცენტით მზად იქნებიან. ყველა მოთამაშის იმედი მაქვს და ხუთი წუთით გავა მოედანზე თუ ორი წუთით, ისინი საკუთარ შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოავლენენ. რაც შეეხება მატჩის ადგილს, სამტრედიაში ვთამაშობთ და დარწმუნებული ვარ, ვისაც ქუთაისის ტორპედო უყვარს, ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან. ისინი სამტრედიაშიც ჩამოვლენ და დარწმუნებული ვარ, ტრიბუნები გადაიჭედება. ჩვენის მხრივ კი ბოლო წამამდე ვეცდებით, რომ გაამრჯვებისთვის ვიბრძოლოთ“, – ამბობს კახა ჩხეტიანი.
შეგახსენებთ, რომ ქართული კლასიკო ხვალ, 3 აპრილს გაიმართება. ტორპედო – დინამოს დაპირისპირებას სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი 16:00 საათიდან შემოგთავაზებთ.