კაკამ შესაძლოა, კარიერა ჩინეთში გააგრძელოს 
კაკამ შესაძლოა, კარიერა ჩინეთში გააგრძელოს 

 

„ოქროს ბურთის“ ყოფილი მფლობელი და„მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი, ბრაზილიელი კაკა არ აპირებს პროფესიული კარიერის დასრულებას, – ამტკიცებს გაზეთი Corriere dello Sport.

ნახევარმცველი ახლოს არის კონტრაქტის გაფორმებასთან ჩინეთის სუპერლიგაში მოთამაშე “გუიჟოუ ჟიჩენგთან“. სავარაუდოდ, ხელშეკრულება 35 წლის ბრაზილიელთან ერთწლიანი იქნება.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ კაკა, რომლის ბოლო კლუბი MLS-ში მოთამაშე “ორლანდო სიტი” იყო, პროფესიული კარიერის დასრულებას აპირებდა. რამდენიმე დღის წინ, მან მიიღო წინადადება – გამხდარიყო “მილანის” დირექტორი, მაგრამ ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა.