კაკამ „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტები დაასახელა - სიაში არ არიან მესი და რონალდუ
კაკამ „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტები დაასახელა - სიაში არ არიან მესი და რონალდუ

ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, კაკამ თავისი ფავორიტები დაასახელა 2018 წლის „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში. „მილანისა“ და „რეალის“ ექსშემტევის აზრით, ამ ტიტულზე, პირველ რიგში, ხორვატი ლუკა მოდრიჩი და ფრანგი კილიან მბაპე აცხადებენ პრეტენზიას. მბაპე მსოფლიო ჩემპიონი გახდა, მოდრიჩმა კი ფინალამდე მიაღწია.

„მოდრიჩმა უდიდესი შედეგები აჩვენა, მოიგო ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე მიაღწია. ის შოუს ქმნის და თან თამაშს ხელმძღვანელობს. მბაპე ძალიან ძლიერია და მომავალი მას ეკუთვნის“, – განუცხადა La Gazetta dello Sport-ს კაკამ​.

კაკამ 2007 წელს მოიპოვა „ოქროს ბურთი“. მას შემდეგ ზედიზედ ცხრა წელი პრიზს იღებდა მხოლოდ ორი ფეხბურთელი – კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი.