კაკაბაძის „კრაკოვია“ პოლონეთის ჩემპიონატში გალიდერდა #1TVSPORT
კაკაბაძის „კრაკოვია“ პოლონეთის ჩემპიონატში გალიდერდა #1TVSPORT

ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია“ პოლონეთის ექსტრაკლასაში ზაბჟესგორნიკს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.

მე-6 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მცველი კრაკოველების ძირითად შემადგენლობაში იყო, გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლაურით გაიყვანა და შეუცვლელად ითამაშა. თამაში „კრაკოვიამ“ დამაჯერებლად ვერ დაიწყო და პირველი ტაიმი 2:1 დათმო, მაგრამ 57-ე წუთზე „გორნიკი“ კაცნაკლული დარჩა და ამით „კრაკოვიამ“ კარგად ისარგებლა. 73-ე წუთზე ჰასიჩმა წონასწორობა აღდგინა, ხოლო 78-ეზე სტუმრებმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრეს და ქართველის გუნდმა 3:2 გაიმარჯვა.

კრაკოვიამ“ 6 ტურის შემდეგ 13 ქულა დააგროვა, „რაკოვს“ (11) და „ვიძევს“ (11) გადაასწრო და ექსტრაკლასაში ერთპიროვნულად გალიდერდა.