კაკაბაძემ „კრაკოვიაში“ შეუცვლელად ითამაშა, დავითაშვილის „ბორდომ“ ერთ-ერთი ლიდერი დაამარცხა #1TVSPORT
კაკაბაძემ „კრაკოვიაში“ შეუცვლელად ითამაშა, დავითაშვილის „ბორდომ“ ერთ-ერთი ლიდერი დაამარცხა #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ საფრანგეთის ლიგა 2-ში გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი „გრენობლი“ დაამარცხა და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა, პოლონეთში კი ოთარ კაკაბაძის გუნდმა შეხვედრა იოლად მოიგო – 6:0.

საფრანგეთის ლიგა 2-ის 24-ე ტურის მატჩი „ბორდომ“ საკუთარ მოედანზე ჩაატარა – ზურიკო დავითაშვილი სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე მე-60 წუთზე შევიდა. „ბორდომვიპოტნიკის მიერ მეოთხე წუთზე გატანილი გოლით გაიმარჯვა.

ჟირონდელებმა ამ მოგებით სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესეს – გუნდი 31 ქულით მე-13 ადგილზე დაწინაურდა და გასავარდნ ზონას შვიდი ქულით დაშორდა.

პოლონეთის ექსტრაკლასაში „კრაკოვიამ“, სადაც საქართველოს ნაკრების მცველი ოთარ კაკაბაძე თამაშობს, საკუთარ მოედანზე „რადომიაკი“ დიდი ანგარიშით დაამარცხა – 6:0. სტუმრებმა, ფაქტობრივად, მთელი შეხვედრა 10 ფეხბურთელით ჩაატარეს – მეორე წუთზე პორტუგალიელი ლეონარდო როჩა უხეშობისთვის გააძევეს. მატჩის ბოლოს კი „რადომიაკის“ კიდევ ერთმა ფეხბურთელმა მიიღო წითელი ბარათი და გუნდმა შეხვედრა ცხრა მოთამაშით დაასრულა.

კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა და შეფასება 6,8 ქულა დაიმსახურა. მესამე გოლის დროს კაკაბაძის დარტყმულ ბურთს მცველი გადაეფარა, მაგრამ დამატებაზე ყველას მისმა თანაგუნდელმა, პატრიკ მაკუჩიმ დაასწრო და გოლი გაიტანა.

პოლონეთის ჩემპიონატში „კრაკოვია“ 24 ქულით მე-11 პოზიციაზეა.