კაირი ირვინგს „ბოსტონის“ გულშემატკივარმა თამაშის დასრულების შემდეგ ბოთლი ესროლა [ვიდეო] #1TVSPORT
„ბრუკლინმა“ დღეს „ტი დი გარდენში“ „ბოსტონი“ 141:126 დაამარცხა და სერიაში 3:1 დაწინაურდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მოედანზე საკმაოდ უსიამოვნო ფაქტი მოხდა.
მას შემდეგ რაც „ნეთსმა“ გამარჯვება მოიპოვა და კალათბურთელები გასახდელისკენ მიემართებოდნენ, „სელტიკსის“ ერთ-ერთმა გულშემატკივარმა კაირი ირვინგს პლასტმასის ბოთლი ესროლა. საბედნიეროდ ნივთი კაირის არ მოხვდა და ის დაზიანებას გადაურჩა.
ამ საქციელის ჩამდენი ფანი პოლიციამ უმალვე დააკავა. დიდი ალბათობით, მას საკმაოდ მკაცრი სანქციები დაეკისრება. გულშემატკივარი სავარაუდოდ, „ტი დი გარდენში“ თამაშებზე დასწრებას ვეღარ შეძლებს.
შეგახსენებთ, რომ ირვინგი 2017-2019 წლებში „ბოსტონის“ ღირსებას იცავდა.