კაირი ირვინგს „ბოსტონის“ გულშემატკივარმა თამაშის დასრულების შემდეგ ბოთლი ესროლა [ვიდეო] #1TVSPORT

12:09, 31.05.2021

„ბრუკლინმა“ დღეს „ტი დი გარდენში“ „ბოსტონი“ 141:126 დაამარცხა და სერიაში 3:1 დაწინაურდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მოედანზე საკმაოდ უსიამოვნო ფაქტი მოხდა.

მას შემდეგ რაც „ნეთსმა“ გამარჯვება მოიპოვა და კალათბურთელები გასახდელისკენ მიემართებოდნენ, „სელტიკსის“ ერთ-ერთმა გულშემატკივარმა კაირი ირვინგს პლასტმასის ბოთლი ესროლა. საბედნიეროდ ნივთი კაირის არ მოხვდა და ის დაზიანებას გადაურჩა.

https://twitter.com/TalkinNets/status/1399178113653870592

ამ საქციელის ჩამდენი ფანი პოლიციამ უმალვე დააკავა. დიდი ალბათობით, მას საკმაოდ მკაცრი სანქციები დაეკისრება. გულშემატკივარი სავარაუდოდ, „ტი დი გარდენში“ თამაშებზე დასწრებას ვეღარ შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ ირვინგი 2017-2019 წლებში „ბოსტონის“ ღირსებას იცავდა.

მსგავსი