კაია კალასი – ზელენსკისა და ევროპის საბჭოს შორის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ მიღწეული შეთანხმება მკაფიო გზავნილია, რუსეთის ხელმძღვანელობაში არავინ არის ხელშეუხებელი
რუსეთის ხელმძღვანელობაში არავინ არის ხელშეუხებელი, ეჭვის და დაუსჯელობის ადგილი არ არსებობს, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, კაია კალასმა განაცხადა.
„პრეზიდენტ ზელენსკისა და ევროპის საბჭოს შორის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ მიღწეული შეთანხმება მკაფიო გზავნილს აგზავნის: რუსეთის ხელმძღვანელობაში არავინ არის ხელშეუხებელი. რუსეთის ომის ყოველი სანტიმეტრი დოკუმენტირებულია. ეჭვის ადგილი არ არსებობს და დაუსჯელობის ადგილი არ არის“, – წერს კაია კალასი.
შეგახსენებთ, უკრაინამ და ევროპის საბჭომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.
Every inch of Russia’s war has been documented.
There is no room for doubt – and no room for impunity.
The agreement between President @ZelenskyyUa and @coe to set up a Special Tribunal sends a clear message: no one in Russia’s leadership is untouchable. pic.twitter.com/bGrkd2Zg18
— Kaja Kallas (@kajakallas) June 26, 2025