კაია კალასი - პრეზიდენტი ზურაბიშვილი თანამდებობაზე არის 29 დეკემბრამდე და შეიძლება, მანამდე ბევრი რაღაც მოხდეს
კაია კალასი - პრეზიდენტი ზურაბიშვილი თანამდებობაზე არის 29 დეკემბრამდე და შეიძლება, მანამდე ბევრი რაღაც მოხდეს

ყველა მოვლენა, რასაც ამჟამად საქართველოში ვხედავთ, არ მიდის სწორი მიმართულებით, სადაც კანდიდატი ქვეყნები უნდა იყვნენ. ჩვენ განვიხილავთ, რა შედეგები მოჰყვება იმას, რომ საქართველოს მთავრობა იყენებს რეპრესიებს ოპოზიციის წინააღმდეგ. რა შეგვიძლია, გავაკეთოთ ევროპულმა მხარემ? ერთი საკითხია სანქციები, მეორე საკითხი – უვიზო რეჟიმის შეზღუდვა, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

კალასის თქმით, სანქციებთან დაკავშირებით უკვე შეთავაზებულია პირთა სია, რომელზეც ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა უნდა შეთანხმდეს.

„ჩვენ გვქონდა დისკუსიები. ჩვენ ვართ 27 დემოკრატიული ქვეყანა საკუთარი მოსაზრებებითა და ამას სჭირდება დრო. ჩვენ წარვადგინეთ სია იმ დასანქცირებული ადამიანებისა, რომლებიც, როგორც იცით, იყენებენ ძალას ოპოზიციის წინააღმდეგ. ჩვენ ასევე განვიხილავთ უვიზო რეჟიმს, თუ როგორ უნდა შევზღუდოთ და არიან წევრი სახელმწიფოები, რომლებსაც სურთ კომისიისთვის ამ წინადადების შემუშავების დავალება. პირველ ყოვლისა, სია უკვე შემოთავაზებულია. ასე რომ, ჩვენ განვიხილავთ მას, მაგრამ ყველა უნდა დათანხმდეს სიას, ჩვენ ჯერ არ შევთანხმებულვართ“, – განაცხადა კალასმა.

კაია კალასს სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებითაც დაუსვეს კითხვა.

კერძოდ, კითხვაზე, „გააგრძელებთ თუ არა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას ე.წ. არჩევნების შემდეგ?“, – კალასმა განაცხადა: „რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, პრეზიდენტი თანამდებობაზე არის 29 დეკემბრამდე და შეიძლება, მანამდე ძალიან ბევრი რაღაც მოხდეს“.