კაია კალასი კიევში ჩავიდა

09:56, 31.03.2026

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი კიევში ჩავიდა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ სოციალურ ქსელში დაწერა.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კიევში, ძვირფასო ევროპელო მეგობრებო“, – წერს სიბიგამ.

კალასის გარდა, კიევში იმყოფებიან გერმანიის, პოლონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები.

მსგავსი