კაია კალასი – ირანსა და აშშ-ს შორის ომის ძირითადი მიზეზები ჯერ კიდევ მოუგვარებელია, ამიტომ შუამავლობისთვის კარი ღია უნდა დარჩეს
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი მიესალმება აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის ორკვირიანი შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევას.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, სატელეფონო საუბარი გამართა პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ისჰაკ დართან და მადლობა გადაუხადა კონფლიქტში შუამავლობისთვის.
ამასთან, კალასმა აღნიშნა, რომ ირანსა და აშშ-ს შორის ომის ძირითადი მიზეზები ჯერ კიდევ მოუგვარებელია, ამიტომ „შუამავლობისთვის კარი ღია უნდა დარჩეს“.
მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტა ქმნის შესაძლებლობას გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად.
„ეს ქმნის უკიდურესად აუცილებელ შესაძლებლობას საფრთხეების შესამცირებლად, სარაკეტო დარტყმების შესაჩერებლად, ნავიგაციის აღსადგენად და სივრცის შესაქმნელად დიპლომატიური ძალისხმევისთვის, რომელიც გრძელვადიანი შეთანხმების მიღწევისკენ იქნება მიმართული. ჰორმუზის სრუტე კვლავ უნდა გაიხსნას ნავიგაციისთვის. ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს ამ ძალისხმევას და კონტაქტზეა რეგიონში პარტნიორებთან. დღეს ამ საკითხს საუდის არაბეთში განვიხილავ“, – წერს კალასი.
The U.S.–Iran agreement on a ceasefire is a step back from the brink after weeks of escalation.
It creates a much-needed chance to tone down threats, stop missiles, restart shipping, and create space for diplomacy towards a lasting agreement. The Strait of Hormuz must be open…
— Kaja Kallas (@kajakallas) April 8, 2026