კაია კალასი ევროკომისარ მარტა კოსთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიუ კოშტასთან ერთად კიევში ჩავიდა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიუ კოშტასთან ერთად კიევში ჩავიდა.
თანამდებობის დაკავების შემდეგ უკრაინაში პირველი ვიზიტის დროს კალასმა თქვა, რომ მისი გზავნილი ნათელია: ევროკავშირს სურს, რომ უკრაინამ მოიგოს ეს ომი.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის“, – აღნიშნა კალასმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ ომის დაწყების პირველივე დღიდან ევროკავშირი უკრაინის მხარეს დგას.
„ჩვენი მანდატის პირველივე დღიდან ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ“, – აღნიშნა კოშტამ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტმა 27 ნოემბერს გამართულ სხდომაზე დაამტკიცა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით, რომელმაც მუშაობა დღეს დაიწყო.