კაია კალასი – ესტონეთი ულოცავს ქართველ, უკრაინელ და მოლდოველ ხალხს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, ყველა ჩვენგანისთვის ისტორიული დღეა

23:56, 14.12.2023

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი ევროპული საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას „ტვიტერის“ გვერდზე ეხმაურება.

„ესტონეთის დელეგაცია ულოცავს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ხალხს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას. ისტორიული დღეა ყველა ჩვენგანისთვის“, – წერს კაია კალასი.

ევროპული საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნა.

მსგავსი