კაია კალასი – ახლო აღმოსავლეთში ვითარება სახიფათოა, მზად ვარ, მხარი დავუჭირო დეესკალაციისკენ მიმართულ ნებისმიერ დიპლომატიურ ძალისხმევას
ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება სახიფათოა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.
როგორც კალასმა აღნიშნა, მზადაა, მხარი დაუჭიროს დეესკალაციისკენ მიმართულ დიპლომატიურ ძალისხმევას.
„ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება სახიფათოა. მოვუწოდებ ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ შემდგომი ესკალაცია. დიპლომატია კვლავ საუკეთესო გზად რჩება და მზად ვარ, მხარი დავუჭირო დეესკალაციისკენ მიმართულ ნებისმიერ დიპლომატიურ ძალისხმევას“, – წერს კალასი.
The situation in the Middle East is dangerous.
I urge all parties to exercise restraint and prevent further escalation.
Diplomacy remains the best path forward, and I stand ready to support any diplomatic efforts toward de-escalation.
— Kaja Kallas (@kajakallas) June 13, 2025