„კადისის“ სპორტული დირექტორი - შენგელიას ჩამოსვლა საბოლოოდ გამოირიცხა
ლა ლიგა 2-ის კლუბი, „კადისი“ ლევან შენგელიას ალტერნატივას ეძებს, რადგან მან სხვა კლუბებთან დაიწყო მოლაპარაკება – ინფორმაციას „დარიო კადისი“ აქვეყნებს.
გამოცემის ცნობით, 23 წლის თავდამსხმელსა და კლუბს შორის სიტყვიერი შეთანხმება არსებობდა, რომ ის თბილისის „დინამოსთან“ ხელშეკრულების დასრულებისთანავე, ანუ 31 აგვისტოს „კადისს“ შეუერთდებოდა.
მაგრამ გუნდის სპორტულმა დირექტორმა ოსკარ არიასმა ლევან შენგელიას ჩამოსვლა საბოლოოდ გამორიცხა. მან ქართველ ფეხბურთელთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„კადისი“ ძალიან დიდი ისტორიის მქონე კლუბია, სადაც თამაში ნებისმიერი მოთამაშის სახელს წაადგება. ასე რომ, ამ კლუბის პრესტიჟთან თამაშს ვერავინ შეძლებს. სერიოზული სახელისა და იმიჯის შენარჩუნების მიზნით, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ ვარიანტზე უარი გვეთქვა“, – ამბობს ოსკარ არიასი.
შეგახსენებთ, რომ ლევან შენგელიამ საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ მოლაპარაკება ორ ესპანურ გუნდთან მიმდინარეობს, ლა ლიგა 2-ის „კადისთან“ და „ტენერიფესთან“. მას თურქეთის სუპერლიგის „კონიასპორშიც“ იწვევენ.