კადეტმა ძიუდოისტებმა ევროპის თასზე ექვსი ოქროს მედალი მოიპოვეს #1TVSPORT
კადეტმა ძიუდოისტებმა ევროპის თასზე ექვსი ოქროს მედალი მოიპოვეს #1TVSPORT

ქართველმა ძიუდოისტებმა უნგრეთის ქალაქ დიორში გამართულ ევროპის თასზე კადეტთა შორის ექვსი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. შეჯიბრების მეორე დღეს ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ საბა გველესიანი (-90კგ) და შოთიკო გოჩიაშვილი (+90კგ). ვერცხლის მედალს ლუკა ბენიაიძე (+90კგ) დაეუფლა, გიორგი ბენდელიანი (-81კგ) კი ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.

ტურნირის ყველა მედალოსანი საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პროექტის „მომავალი – JUDO მოქნილი გზა – გამარჯვებისკენ“ მონაწილეა. საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრებმა რვა წონითი კატეგორიიდან ექვსში ოქროს მედალი მოიპოვა და მიუხედავად იმისა, რომ ტურნირზე მხოლოდ ვაჟთა გუნდით იყო წარმოდგენილი, ვაჟთა და გოგონათა საერთო ჩათვლაში გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

შეჯიბრების პირველ დღეს ოქროს მედლებს დაეუფლნენ: შოთა ბაჩოშვილი (-50კგ), მერაბ სამადაშვილი (-55კგ), თორნიკე გიგაური (-60კგ) და გიორგი გივიშვილი (-66კგ).