კადეტ მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატზე 16 წლის ალექსანდრა კუვაევამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
იტალიის ქალაქ ნეაპოლში მიმდინარე კადეტ მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატზე 16 წლის ალექსანდრა კუვაევამ ხმლით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ალექსანდრამ 1/2-ფინალში უნგრელ დოროტია კსონკასთან 15:11 წააგო, მაგრამ საპრიზო ადგილი გაინაღდა, მანამდე კი ოთხი შეხვედრა წარმატებით დაასრულა. კუვაევამ ბერძენ კრისტინა კოუზოურის 15:10 მოუგო, საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ წევრს, ანასტასია ცანავას – 15:13, უნგრელებს, პოლი საბოს – 15:12 და ნადინ ტოტის – 15:10.
შეგახსენებთ, იანვრის ბოლოს ალექსანდრა კუვაევამ ბუქარესტში – ევროპის, ხოლო შემდეგ თბილისში გამართული მსოფლიო თასი მოიგო.