კაცნაკლულმა „შუქურამ“ „სამტრედია“ დაამარცხა #1TVSPORT
კაცნაკლულმა „შუქურამ“ „სამტრედია“ დაამარცხა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში 21-ე ტურის მორიგი მატჩი ფოთის „ფაზისი – არენაზე“ გაიმართა – ქობულეთის „შუქურამ“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა.

ანგარიში 57-ე წუთზე ჯეფერსონ ჯერალდომ გაიხსნა და „შუქურა“ დააწინაურა 1:0.

ერთ წუთში „შუქურა“ კაცნაკლული დარჩა – გიორგი რეხვიაშვილს არბიტრმა რამდენიმეწამიან ინტერვალში ორი ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა. მაგრამ რაც უნდა აუცნაური იყოს, დარჩენილ პერიოდში „სამტრედიას“ მეკარე ბექა ქურდაძეს კარგად რომ არ ეთამაშა, მასპინძლები დიდი ანგარიშით მოიგებდნენ.

კაცნაკლულმა „შუქურამ“ მაინც შეუტია და ოთხი რეალური საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ მათგან მხოლოდ ერთით ისარგებლა და მეტოქის კარი მეორედ 64-ე წუთზე აიღო – ლევან ინგოროყვას გადაცემა ზურაბ მუსელიანმა გოლად აქცია 2:0.

21 ტურის შემდეგ ქობულეთის „შუქურამ“ 20 ქულა დააგროვა, ერთდროულად ორი გუნდი ჩამოიტოვა – ქუთაისის „ტორპედო“ (19), „თელავი“ (18) და მე-9 ადგილზე მყოფი მე-7 პოზიციაზე დაწინაურდა, ხოლო „სამტრედია“ 10 ქულით ისევ ბოლო ადგილზეა.