კაცნაკლულმა კოლუმბიამ ურუგვაი დაამარცხა და კოპა ამერიკის ფინალში არგენტინას შეხვდება #1TVSPORT
კაცნაკლულმა კოლუმბიამ ურუგვაი დაამარცხა და კოპა ამერიკის ფინალში არგენტინას შეხვდება #1TVSPORT

კოლუმბიის ნაკრებმა კოპა ამერიკის ნახევარფინალში ურუგვაი 1:0 დაამარცხა და ფინალში არგენტინას დაუპირისპირდება.

მატჩის ერთადერთი გოლი ჯეფერსონ ლერმა 39-ე წუთზე გაიტანა. პირველი ტაიმის მიწურულს კი დანიელ მუნიოსმა წითელი ბარათი მიიღო და კოლუმბია დარჩენილ პერიოდს კაცნაკლული თამაშობდა. თუმცა, ამის მიუხედავად, კოლუმბიელებმა ანგარიშის შენარჩუნება მოახერხეს და კოპა ამრიკის ფინალის საგზური მოიპოვეს.

ფინალი, რომელშიც ერთმანეთს არგენტინისა და კოლუმბიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან, 15 ივლიის გაიმართება, მესამე ადგილისთვის კი ურუგვაი და კანადა 14 ივლისს ითამაშებენ.