კაჭარავა საგოლე გადაცემით დაბრუნდა [ვიდეო] #1TVSPORT
კაჭარავა საგოლე გადაცემით დაბრუნდა [ვიდეო] #1TVSPORT

ცხრათვიანი პაუზის შემდეგ ნიკა კაჭარავა მოედანს დაუბრუნდა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ფორმით პირველი შეხვედრა ჩაატარა.

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ სანაკრებო პაუზა საკონტროლო შეხვედრით შეავსო, სადაც ფამაგუსტელებიკარმიოტისს“ დაუპირისპირდნენ და 5:1 დაამარცხეს.

ნიკა კაჭარავამ თამაში „ანორთოსისის“ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, სადაც მასთან ერთად გუნდის ახალწვეულმა ნიკა ნინუამაც ითამაშა. კაჭარავამ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, აქტიური იყო და მეტოქეს რამდენჯერმე სახიფათოდაც შეუტია.

24-ე წუთზე ქართველი თავდამსხმელის დარტყმის შემდეგ სტუმრები ძელმა გადაარჩინა, 57-ე წუთზე მისი თავური დარტყმა კარს აცდა, 4 წუთშიც იგივე განმეორდა. მაგრამ 63-ე წუთზე ანგარიში სწორედ მისი მონდომების შედეგად გაიხსნა. კაჭარავამ ძალიან კარგი გადაცემით მეკარესთან პირისპირ ანასტასის მოტისი დატოვა, რომელმაც ზუსტად დაარტყა.

 

27 წლის ნიკა კაჭარავა გასულ სეზონში კვიპროსულმა კლუბმა პოლონურ პოზნანისლეხში“ ერთწლიანი იჯარით გაუშვა. დეკემბერში, ევროპის ლიგის ჯგუფურ მატჩში ლისაბონის „ბენფიკას“ მცველთან შეტაკების შემდეგ მძიმე ტრავმა მიიღო და მას შემდეგ მკურნალობდა. მერე „ანორთოსისში“ დაბრუნდა და როგორც კვიპროსული მედია აღნიშნავს, თავის გამოჩენის შანსი ოფიციალურ შეხვედრებშიც მიეცემა.