კაჭარავა ასისტენტებში საუკეთესოა
კაჭარავა ასისტენტებში საუკეთესოა

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ქართველი თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა კვიპროსის ჩემპიონატის ბომბარდირებში გამორჩეული არაა, მაგრამ საგოლე გადაცემების რაოდენობით ლიგის საუკეთესო მოთამაშეებში მოხვდა.

ჩემპიონატის საუკეთესო ასისტენტების სია კვიპროსულმა გამოცემა „ბალამ“ შეადგინა. საინტერესოა, რომ სიაში თემურ ქეცბაიას გუნდის სამი მოთამაშე მოხვდა.

მე-2 ადგილზე ფამაგუსტელთა ბერძენი თავდამსხმელი ნიკოს კალცასია, რომელმაც 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. მე-5 ადგილზე ესპანელი ნახევარმცველი რუბენ რიოსია – 6 ასისტი, ხოლო საქართველოს ნაკრებისა და “ანორთოსისის” 25 წლის თავდამსხმელი 5 ასისისტით მე-8 პოზიციაზეა.

ნიკა კაჭარავამ კვიპროსის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 18 მატჩი ჩაატარა და 5 საგოლე გადაცემასთან ერთად, თავი 6 გოლით გამოიჩინა.