კაბადოკიაში კლდის ჩამოშლის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა
თურქეთში, კაბადოკიაში კლდის ჩამოშლის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. შემთხვევა თურქეთის ცენტრალურ ნაწილში, იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მუზეუმის შესასვლელთან მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, კლდის ერთ-ერთი სვეტი, რომელსაც „ზღაპრულ საკვამურებს“ უწოდებენ, ჩამოიშალა.
თურქეთის იუსტიციის მინისტრმა დაადასტურა, რომ წინასწარი მონაცემებით, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა, თუმცა აღნიშნა, რომ შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ სხვა ადამიანებიც იყვნენ მოყოლილი. მინისტრის ინფორმაციით, ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კლდის ჩამოშლის მიზეზი შესაძლოა, ძლიერი წვიმა გამხდარიყო.