ჯვართამაღლების ტაძრის ეზოში ნინო ჩიფჩიურის პერსონალური გამოფენა გაიხსნება
ჯვართამაღლების ტაძრის ეზოში ნინო ჩიფჩიურის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

„ათონის წმინდა მთის სახელობის სახალხო დარბაზში“, ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის ეზოში 23 თებერვალს ნინო ჩიფჩიურის პერსონალური გამოფენა „მწყურის“ გაიხსნება.

ექსპოზიცია ბოლო სამი წლის განმავლობაში ხელოვანის მიერ შექმნილი ნამუშევრების დასკვნით გამოფენას წარმოადგენს.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი პროექტების დროს შექმნილი ნამუშევრები: „მექანიკური ფორთოხალი“, „ოსტატი და მარგარიტა“, „ძმები კარამაზოვები“, „პატარა უფლისწული“, „დანტეს სამოთხე“. ასევე ილუსტრაციები სხვადასხვა თემაზე, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.

გამოფენა 18:00 საათზე გაიხსნება.