ჯუზეპე კონტე - იტალია მიგრაციულ პრობლემასთან მარტო დარჩა
ჯუზეპე კონტე - იტალია მიგრაციულ პრობლემასთან მარტო დარჩა

უნდა შევცვალოთ დუბლინის რეგულაციები, რადგან იტალია მიგრაციულ პრობლემასთან მარტო დარჩა – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჯუზეპე კონტეს თქმით, რეგულაციების ცვლილება ევროპის სისტემური გაძლიერებისთვისაა აუცილებელი. ევროკავშირის დუბლინის რეგულაციების თანახმად, მიგრანტმა ევროკავშირის იმ ქვეყნას უნდა სთხოვოს თავშესაფარი, სადაც პირველად ჩავა.

ჩრდილოეთ აფრიკიდან ხმელთაშუა ზღვის გავლით მიგრანტების უმრავლესობა იტალიაში ხვდება. ოფიციალური რომი მიგრაციული ტვირთის გადანაწილებას ითხოვს. იტალიის ახალი ხელისუფლება მკაცრი მიგრაციული პოლიტიკის მომხრეა.