ჯუმბერ ბაჩალიაშვილი - იმედი მაქვს, ნოემბრიდან უკვე დაიწყება კარგი ცხოვრება და ყველაფერი კარგად იქნება
ჯუმბერ ბაჩალიაშვილი - იმედი მაქვს, ნოემბრიდან უკვე დაიწყება კარგი ცხოვრება და ყველაფერი კარგად იქნება

იმედი მაქვს, ნოემბრიდან უკვე დაიწყება კარგი ცხოვრება და ყველაფერი კარგად იქნება, – ამის შესახებ გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

„ჩვენ ბრძოლას არ შევწყვეტთ. აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბრის ბოლომდე ბრძოლას არ შევწყვეტთ.

იმედი მაქვს, ნოემბრიდან უკვე დაიწყება კარგი ცხოვრება და ყველაფერი კარგად იქნება, ყველას გვეშველება. ამიტომაც, გამოვიღვიძოთ და ერთად ვიყოთ, ყველა მშობელს ვთხოვ. გვხოცავენ, დავდგეთ ერთად, გადავრჩეთ, შვილები გადავარჩინოთ“, – აცხადებს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.

ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, ოჯახი აქციების გაგრძელებას აპირებს.

დატოვე კომენტარი