ჯუღელი კვარაცხელიასადმი გრანდების ინტერესს ადასტურებს - დე ძერბი „ბარსელონაში“ გადასვლის წინაპირობად ხვიჩას ტრანსფერს ასახელებს #1TVSPORT
ჯუღელი კვარაცხელიასადმი გრანდების ინტერესს ადასტურებს - დე ძერბი „ბარსელონაში“ გადასვლის წინაპირობად ხვიჩას ტრანსფერს ასახელებს #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი არ მალავს ზოგიერთი ევროპული გრანდის ინტერესს. ამის შესახებ საქართველოს ნაკრების და „ნაპოლის“ ფეხბურთელის მენეჯერმა „ჩემპიონატთან“ განაცხადა.

ვრცელდება ხმები, რომ დიდი ევროპული კლუბები დაინტერესებულნი არიან „ნაპოლის“ თავდამსხმელით, რომელსაც იტალიის ჩემპიონთან კონტრაქტი ჯერ არ განუახლებია – ხელშეკრულება 2027 წლამდეა გთვლილი.

„„ბარსელონა“ და პსჟ? ბუნებრივია, ხვიჩას საუკეთესო ევროპული კლუბებიდან შემოთავაზებები აქვს. Შეხედეთ მას! როგორ შეიძლება არ იყოს წინადადებები? უფრო მეტი მაისში გაირკვევა“, – განაცხადა მამუკა ჯუღელმა.

იტალიური გამოცემა Calciomercato კი ამტკიცებს, რომ „ბარსელონაში“ მწვრთნელი შეიცვლება და მის ნაცვლად პრემიერლიგის „ბრაიტონის“ მენეჯერი, რობერტო დე ძერბი დაინიშნება, რომელიც უპირველესად კვარაცხელიას გადაბირებას ითხოვს.

„რობერტო დე ძერბის „ბარსელონა“ დაუკავშირდა. იტალიელი კლუბის ჩაბარებაზე თანახმაა, თუმცა მან ორი მოთხოვნა წამოაყენა. პირველი – დე ძერბიმ „ბარსელონას“ ხვიჩა კვარაცხელიას გადაყვანა მოსთხოვა; „ნაპოლის“ ქართველი შემტევი დღეისთვის ევროპის მასშტაბით ათ ყველაზე მოთხოვნად თავდამსხმელებშია, ხოლო კატალონიაში თავის სათამაშო სტილს მოერგება; დე ძერბიმ ასევე „ევერტონის“ ცენტრალური ნახევარმცველის, ამადუ ონანას დამატება მოითხოვა“, – წერს იტალიური გამოცემა.

მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 33 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა. Transfermarkt-ის შეფასებით, ფეხბურთელის სავარაუდო ღირებულება 80 მილიონი ევროა.