მადრიდის „რეალისა“ და ინგლისის ნაკრების ნახევარმცველს, ჯუდ ბელინგემს, შესაძლოა, მხარზე ოპერაცია დასჭირდეს ევრო 2024-ის შემდეგ. ამის შესახებ დაწერა გამოცემა Relevo-მ.
წყაროს ინფორმაციით, 21 წლის ფეხბურთელი ჯერაც გრძნობს დისკომფორტს მხრის ტრავმის შემდეგ, რომელიც გასული წლის ნოემბერში მიიღო.
„რეალში“ განიხილავენ ოპერატიული ჩარევის ვარიანტს, თუმცა ესპანეთის ჩემპიონი კონსერვატული მკურნალობის გამოყენებას უჭერს მხარს. ოპერაციის ჩატარების შემთხვევაში ინგლისელი ნახევარმცველი, მინიმუმ, ორ თვეს გამოტოვებს.
აღნიშნავენ, რომ ამ მომენტისთვის ბელინგემი იძულებულია, ტკივილგამაყუჩებლებით ითამაშოს და მხარზე სპეციალური სახვევი გამოიყენოს.