მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი აგრძელებს პლანეტის ყველაზე ცნობადი ფეხბურთელის სტატუსის გამყარებაზე ზრუნვას.
უფრო ადრე ახალგაზრდა ინგლისელი ფეხბურთელი Adidas-ის სახე გახდა, ახლა კი ბელინგემმა კონტრაქტი გააფორმა ტანსაცმლის ლეგენდარულ ბრენდთან, Louis Vuitton-თან და მისი ელჩის სტატუსი მოიპოვა.
„ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა Louis Vuitton-ის ოჯახთან შეერთება. ადრეული წლებიდან მე ყოველთვის მხიბლავდა ეს სახლი. მოხარული ვარ, რომ მაქვს საშუალება, გავაგრძელო თანამშრომლობა ფარელ უილიამსთან (Louis Vuitton-ის კრეატიული დირექტორი), რომლის ხელოვნებით გულწრფელად ვარ აღფრთოვანებული“, – დაწერა ჯუდ ბელინგემმა სოციალურ ქსელში.
გასულ სეზონში ბელინგემმა ყველა ტურნირზე 42 მატჩში 23 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.